ირაკლი ნადირაძე: ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება დასაწყისი – მიზანი ერთია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა

“ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება დასაწყისი. მიზანი ერთია – რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ირაკლი ნადირაძემ 3 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ხელისუფლებამ რამდენიმე კილომეტრის ტრანსპორტირებაზეც კი ვერ აიღო პასუხისმგებლობა. ჩვენი უმოქმედობით, პასიურობით ამ მკვლელობის თანამონაწილეები არ უნდა გავხდეთ. ამიტომ, 3 დეკემბერს, შაბათს, 15:00 საათზე ყველა შევიკრიბებით. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, ეს იქნება დასაწყისი. მიზანი ერთია – რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანა”, – აღნიშნა ნადირაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები