დავით მათიკაშვილი: ანტიკორუფციული ბიუროს შექმნაზე  კრიტიკა არის აბსოლუტურად უადგილო, კარგად წაიკითხონ კანონპროექტი

ერთი ხარისხისა და მნიშვნელობის სეგმენტია სახელმწიფო მმართველობის სფეროში. შესაბამისად, კრიტიკა არის აბსოლუტურად უადგილო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის საკითხზე მსჯელობისას განაცხადა.

„ერთი ხარისხისა და მნიშვნელობის სეგმენტია სახელმწიფო მმართველობის სფეროში. შესაბამისად, კრიტიკა არის აბსოლუტურად უადგილო. კარგად წაიკითხონ კანონპროექტი. ნახონ, თუ რა მაღალი დონის მონაწილეობაა გათვალისწინებული როგორც სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის, ოპოზიციის კანდიდატების შერჩევისას და კრიტიკა ნაკლები იქნება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის მიზნით მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას იურიდიულ კომიტეტში მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს.
კანონპროექტის მიხედვით, ბიურო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას გააკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები