საქართველოს პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუსმენენ. კობა გვენეტაძის მოსმენა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.  

გვენეტაძე დეპუტატებს ეროვნული ბანკის 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე ანგარიშს წარუდგენს.

დოკუმენტი ფასების სტაბილურობის, საბანკო ზედამხედველობისა და ინფლაციის შესახებ მომდევნო წლების განმავლობაში ეროვნული ბანკის სტრატეგიას მოიცავს. კომიტეტზე დეპუტატების მხრიდან დაისმება კითხვებიც. როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, კითხვები ინფლაციას, ლარის კურსს და საბანკო ზედამხედველობას შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები