მეუფე იაკობი – ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტზე: ვინც ეს ჩაიდინა, შესაძლოა, ფორმა ჰქონდეს ადამიანის, თორემ არ არის ადამიანი

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა.

„ადამიანები მაგას არ ჩაიდენენ. ვინც ეგ ჩაიდინა, შესაძლოა, ფორმა ჰქონდეს ადამიანის, თორემ არ არის ადამიანი. ზოგი დასჯას ითხოვს, ზოგი – რას, თუმცა თავიანთი თავი ისე დაისაჯეს, საერთოდ ადამიანობა დაკარგეს“, – აღნიშნა მეუფემ.

შეგახსენებთ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში გუშინ ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს რა დროსაც ერთ-ერთი მონაზონი დაშავდა. ის სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.

პოლიციამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები