სალომე ზურაბიშვილი: ფემიციდი ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა, რასაც უნდა მივხედოთ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ კანონმდებლობით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ფემიციდი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი პრობლემაა.
მისივე თქმით, საჭიროა ბევრად მკაცრი კანონმდებლობა.
„ჩვენი სოციალური პრობლემებიდან ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია, რომელიც არსებობს დღეს და ამას უნდა მივხედოთ, არა მხოლოდ განცხადებებით და სიტყვიერად, არამედ კანონმდებლობით. საჭიროა, მიღებულ იქნას ახალი, ბევრად მკაცრი კანონმდებლობა, რომელიც ისე დაადგენს ამის კრიმინალიზაციას, რომ ამ კუთხით უკვე ნამდვილად პრევენციული ზომები იქნება მიღებული“, – განუცხადა ზურაბიშვილმა “პირველ არხს”.