შემოსავლების სამსახური: რუსეთისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებმა დიდი ოდენობით არადეკლარილებული თანხის შემოტანა სცადეს

ფინანსთა სამინისტროს  შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 25 ნოემბრის მონაცემებით, საბაჟო გამშვები პუნქტის “ყაზბეგი” მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული  55 182 500 რუსული რუბლისა და 20 956 აშშ დოლარის ( 2 414 123.93 ლარი) ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის 14 მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.

უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული, რუსეთისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეების, ხელბარგისა და ბარგის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო  კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, 11 სამართალდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრათ ჯარიმა, საერთო ჯამში 105 451, 77 ლარის ოდენობით, ხოლო 3 მოქალაქის მიმართ, ჩამორთმეული  საქონლის (თანხის) ოდენობამ 1 370 139. 02 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები