პრობაციონერები მწერალ დათო ტურაშვილს შეხვდნენ

  პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები მწერალ დათო ტურაშვილს შეხვდნენ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დათო ტურაშვილი პრობაციონერებს ესაუბრა წიგნიერებისა და განათლების მნიშვნელობაზე, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებზე, ასევე საკუთარ შემოქმედებაზე. აუდიტორიის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია მწერლის ბოლო რომანმა „ტყეების მეფე“, რომელიც დავით აღმაშენებლის შესახებ ლეგენდების მიხედვით შეიქმნა და ისტორიული ფაქტების განსხვავებულ ვერსიას გვაცნობს. ღონისძიებას ასევე დაესწრო პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი, რომელმაც პრობაციონერებს საჩუქრად წიგნები გადასცა. პრობაციონერებში განათლებისა და წიგნის მიმართ ინტერესის გაღვივების მიზნით, პრობაციის ეროვნული სააგენტო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან აქტიურად თანამშრომლობს, რომლის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები ლიტერატურის სფეროში მოღვაწე გამოჩენილ შემოქმედებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები