1 სექტემბრიდან სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მომსახურების ახალი წესი ამოქმედდება
1 სექტემბრიდან სასწრაფო – სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე რეგულაცია დაწესდება და ადგილზე მისვლა არა რიგითობის, არამედ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდება. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ რაიმე გამოძახებაზე სასწრაფო უარს იტყვის.
“დავუშვათ გამოძახებაა ავტოსაგზაო შემთხვევასა და გაციებაზე. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი ამ შემთხვევაში ავარია იქნება და არა გაციების შემთხვევა. თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ რაიმე გამოძახებაზე სასწრაფო უარს იტყვის, რადგან ნებისმიერი მარტივი ჩივილის მიღმა შეიძლება ძალიან დიდი გართულება იყოს. იმის დანერგვას, რასაც ჩვენ ვაპირებთ, წინაჰოსპიტალურ ეტაპზე გამოძახებების კატეგორიზაციაა და მისი ამოცანაა, რომ საჭიროების მიხედვით მოხდეს ადგილზე მისვლა”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.