დავით ჯალაღანია პროექტ “საქართველოს ახალგაზრდა ელჩების” პრეზენტაციას დაესწრო

   საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში ახალი პროექტის “საქართველოს ახალგაზრდა ელჩები” პრეზენტაციას დაესწრო. პროექტი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ტარდება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ სპეციალურ კონკურსში, ერთი წლით გახდნენ “საქართველოს ახალგაზრდა ელჩები” და მოახდინონ მათი თანატოლი ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.
„ახალგაზრდა ელჩების“ მთავარი ამოცანა არის იმ კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანს საქართველოს პოპულარიზაცია წარმოადგენს. ამ პროექტებში მონაწილე ახალგაზრდებისაგან ჩამოყალიბდება საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელი. პროექტის აქტიური მხარდამჭერები არიან დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საგარეო საქმეთა სამინისტრო. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში პროექტის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ დიაპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები