ალექსანდრე რაქვიაშვილი: რამდენადაც მესმის პრეზიდენტის დამოკიდებულება, ის სააკაშვილსა და გვარამიას არ შეიწყალებს
არ მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ამ დაპირისპირებაში ჩაერევა იმიტომ, რომ პრეზიდენტის პოზიცია იყო, არ გააღრმაოს არსებული დაპირისპირება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა, რითაც მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებებს გამოეხმაურა.
ის ფიქრობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილის და გვარამიას შეწყალებას არ აპირებს.
„მე არ მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ამ დაპირისპირებაში ჩაერევა იმიტომ, რომ პრეზიდენტის პოზიცია იყო არ გააღრმაოს არსებული დაპირისპირება. გვარამია არ უნდა იყოს ციხეში. ის მუხლი საერთოდ არ უნდა არსებობდეს, რისთვისაც ციხეში ზის, ამიტომ, პრეზიდენტი თუ შეიწყალებს, გამიხარდება. მე რამდენადაც მესმის პრეზიდენტის დამოკიდებულება, ის სააკაშვილსა და გვარამიას არ შეიწყალებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.