გოგი მეშველიანმა ნახიდურში მოსწავლეებთან ერთად ნარგავები დარგო

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი სოფელ ნახიდურის საჯარო სკოლას სტუმრობდა, სადაც მოსწავლეებთან, სასულიერო პირებთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელსა და მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მარადმწვანე ხის ნერგები დარგო. ინფორმაციას დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ხელისუფლების წარმომადგენლები სკოლაში მოსწავლეებს და მასწავლებლებს გაესაუბრნენ და  ინგლისურის კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს სერტიფიკატები გადასცეს.

„ნახიდურის საჯარო სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია მუნიციპალიტეტში აქტიურობითა და მიღწევებით, რაც დიდწილად სკოლის დირექტორის, კახა ჩუბინიძის და პედაგოგების დამსახურებაა, რომელთაც განსაკუთრებული სწრაფვა აქვთ სიახლეების მიმართ”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები