ლაგოდეხის მერიაში ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით,  სათათბირო ორგანო მერის ინიციატივით შეიქმნა და მისი მიზანი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მათი საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისი პროექტების დაგეგმვა და მოსახლეობის ინფორმირებაა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდული საბჭოების ფორმირება, „სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოში” მხარდაჭერით განხორციელდა.

მერის მრჩეველთა საბჭო, ადმინისტრაციულ ერთეულებში, უკვე არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრების მიერ შერჩეული ლიდერებით დაკომპლექტდა. თემებში არჩეული ლიდერები, აქტიურად ითანამშრომლებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

შეხვედრა, დისკუსიის ფონზე წარიმართა. მერმა ახალგაზრდებს, ინფორმაცია მიაწოდა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და შესრულებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, ასევე, მოისმინა, ახალგაზრდების მიერ დასახელებული საჭიროებები და ახალი ინიციატივები.

„მერის ახალგაზრდული სათათბირო ორგანო სისტემატურად შეიკრიბება და ის ახალგაზრდების ჩართულობით მრავალ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს”, – აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები