სოზარ სუბარი გორში ტურბაზის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

   იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძესთან ერთად გორში ტურბაზის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
სამინისტროს შეფასებით, ტურბაზის ჩასახლებაში დევნილები ურთულეს პირობებში ცხოვრობენ. ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, ეს ობიექტი ავარიულია.
ტურბაზის ჩასახლებაში მცხოვრები 40- მდე ოჯახი, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის სექტემბერში ახლად რეაბილიტირებულ ობიექტზე მიიღებს ბინებს.
გორში ყოფნისას სოზარ სუბარმა შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მოინახულა. სამუშაოების სატენდერო ღირებულება 1 მილიონ 100 ათასი ლარია. 4-სართულიან შენობაში საცხოვრებელ ფართს 62 ოჯახი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები