მამუკა ხაზარაძე: ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არა მარტო რეგიონის, არამედ – ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად

„5 წელიწადში ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არა მარტო რეგიონის, არამედ – ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად”, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველოს მისია უნდა დაუბრუნდეს.

“ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით, ეს იქნება ადგილი, სადაც პირველი ჩვენს ემიგრაციას და ჩვენს ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების იმიტომ, რომ მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ. ეს იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად, ეს IT-ის ეხება და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს. საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით. პირველ ყოვლისა, მისია უნდა დავიბრუნოთ, რომ საქართველოს გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოსა და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე “ფეისბუკმიმართვაში”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები