გოგი მეშველიანმა კომპანია „ბუშონის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან ერთად გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კომპანია „ბუშონის“ ხელმძღვანელობასთან. კომპანია დაკავებულია ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების იმპორტ-ექსპორტით.

მაჟორიტარმა და მერმა, კომპანიას მივაწოდეთ ინფორმაცია, ბოლნისში მეღვინობა-მევენახეობის სფეროში არსებულ ვითარებაზე, გამოცდილებასა და ტრადიციებზე. ერთობლივად მოინახულეს ბოლნისური მარნები და ვენახები.

კომპანიის დირექტორი დავით გოგოძე და ფრანგული მხარის წარმომადგენელი არჩილ კობაური  დაინტერესდნენ ბოლნისური ღვინოებით მათი წარმოშობითა და გემოვნური თვისებებით.ზემო აღნიშნული კომპანია თანამშრომლობს ისეთ ლიდერებთან (მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში) როგორიცაა Cordier wines (Groupe invivo) და Maison Advini Jeanjean.

„მიმაჩნია, რომ მსგავსი გამოცდილების მქონე კომპანიების  ინტერესი და მათთან ბოლნისელი მეღვინეების თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი ღვინოების პოპულარიზაცია-რეალიზებას ევროპულ ბაზარზე“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები