ბზარი თვითმფრინავში, თუ ჩიტი პროპელერში – თბილისის აეროპორტში მგზავრები რეისს ელიან

  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ლუფთჰანზის“ მიუნხენის რეისი გადაიდო. ავიარეისის გადადების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც მგზავრები აცხადებენ, მათ უთხრეს, რომ პროპელერში ჩიტი შეფრინდა და უსაფრთხოების გამო ვერ გაფრინდებოდნენ. მოგვიანებით ითქვა, რომ თვითმფრინავის კორპუსს ბზარი ჰქონდა.
„ჩავსხედით თვითმფრინავში და გვეუბნებიან, რომ პროპელერში ჩიტი შეფრინდა, უნდა გამოვიყვანოთ და უსაფრთხოების გამო ვერ გაფრინდებითო. არ ვიცით, ბარგს მოგცემთ და გაფრინდებით თუ არ გავფრინდებით“, – განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა თიკა გაბედიამ. გადადებული რეისი, სავარაუდოდ, დღეს საღამოს, რვის ნახევარზე შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები