რუმინეთის პარლამენტმა ჰოლოდომორი კაცობრიობისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აღიარა

რუმინეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ჰოლოდომორთან დაკავშირებულ დეკლარაციას.

ამის შესახებ გამოცემა Agepress-ი წერს.

რუმინეთის მმართველი ნაციონალური ლიბერალური პარტიის დეპუტატმა, ალექსანდრუ მურარუმ აღნიშნა, რომ ამ ისტორიული გადაწყვეტილებით რუმინეთი უერთდება მთელი მსოფლიოს დემოკრატიულ და ღირსეულ სახელმწიფოებს, რომლებიც აღიარებენ და საზეიმოდ იღებენ არა მხოლოდ 1932-1933 წლის შიმშილის მსხვერპლთა ხსოვნას, არამედ – „საბჭოთა კავშირის და მისი ლიდერების გენოციდური, სისტემატური, პირდაპირი, ცინიკური, კრიმინალური ქმედებების აღიარებას უკრაინელი ერის ფიზიკური განადგურების მიზნით“.

„ჰოლოდომორი იყო უნიკალური მკვლელობა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ისტორიკოსების შეფასებით, 1930-იანი წლების დასაწყისში 4000-ზე მეტი აჯანყება მოხდა, მათ შორის, კოლექტივიზაციის, გადასახადების, ტერორისა და ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მიერ იყო ჩადენილი. ადამიანებში დანაკარგმა, დაახლოებით, 10 მილიონი შეადგინა. რეალური რიცხვი არასოდეს გახდება ცნობილი“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები