აშშ-ის საელჩო: 1992 წლის 25 მაისი ისტორიული დღე იყო აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში

“1992 წლის 25 მაისი ისტორიული დღე იყო აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც საელჩო აღნიშნავს, შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან რამდენიმე თვეში საქართველოს პირველად ეწვია მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი.

„1992 წლის 25 მაისი ისტორიული დღე იყო აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობებში. შეერთებული შტატების მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისა და ჩვენ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან რამდენიმე თვეში, საქართველოში პირველად ეწვია მაღალი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი. აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი საქართველოს 1992 წლის 25-26 მაისს სტუმრობდა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები