სალომე ზურაბიშვილი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – “ევროპალია“ წარმომადგენლებს მასპინძლობს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – ,,ევროპალია“ წარმომადგენლებს მასპინძლობს, რომელიც 2022 წელს ფესტივალის ჩატარების საკითხზე მუშაობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგება. წელს ევროპალია „ევროპალია“ ბელგიის სამეფო ოჯახისა და საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება.