ოხანაშვილი – დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე: გაურკვევლობები რომ არ იყოს და უფრო ნათელი მოეფინოს ამ საკითხს, კონსულტაციის რეჟიმში ვართ ევროპულ სტრუქტურებთან

კონსულტაციის რეჟიმში ვართ ევროპულ სტრუქტურებთან, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ვენეციის კომისია მუშაობს ამ კანონპროექტზე დასკვნის დასადებად, თუმცა, ვაზუსტებთ ამ საკითხებს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მმართველი პარტია კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

„გაურკვევლობები რომ არ იყოს და უფრო ნათელი მოეფინოს ამ საკითხს, კონსულტაციის რეჟიმში ვართ ევროპულ სტრუქტურებთან, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ ვენეციის კომისია მუშაობს ამ კანონპროექტზე დასკვნის დასადებად, თუმცა, ვაზუსტებთ ამ საკითხებს. მოისმინეთ ასევე ქალბატონი აშშ-ის ელჩის მოსაზრება, ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს კონკრეტული ოფიციალური განცხადება ევროკავშირის ელჩის მხრიდან, გარკვეული თავშეკავებაა ამ საკითხზე კომენტირებისას. ამიტომ, რომ გაირკვეს, რა ხდება ამ კანონთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია ამზადებს დასკვნას, არ ამზადებს, რაიმე შეფერხება იქნება, თუ რა იქნება, და აქედან გამომდინარეც მივიღოთ გადაწყვეტილება, დასკვნა გავაგზავნოთ თუ – არა, ვართ კონსულტაციის რეჟიმში. პრინციპული წინააღმდეგობა გაგზავნა, არ გაგზავნასთან დაკავშირებით არ გვაქვს“, – თქვა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები