“თუ კაკულიები ამ საქმეში ფიგურირებენ, მათ არანაირი მოტივი არ ჰქონდათ, რომ ნიკო მოეკლათ, შესაბამისად, მათაც ჰყავთ დამკვეთები” – ნიკო კვარაცხელიას დედა

მოკლული პროგრამისტის, ნიკო კვარაცხელიას საქმის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან.

სავარაუდოდ, პროცესს ნიკო კვარაცხელიას დედაც დაესწრება. როგორც იზა ომაძე აცხადებს, მის ოჯახს კრიმინალურ სამყაროსთან შეხება არ ჰქონია და მისი შვილის მკვლელობის მოტივი არ არსებობდა.

“მინდა, ერთ-ერთი მკვლელის დედას – გიორგი კავილაძის დედას, ნათია ჯაფარაშვილს მოვუწოდო, რომ მასზე ძალიან ბევრია დამოკიდებული იმიტომ, რომ მისცე შვილს უფლება, აღიაროს და მოჰყვეს ყველაფერი, რა მოხდა და უმოტივოდ როგორ მოკლეს ნიკო კვარაცხელია… კრიმინალურ სამყაროსთან არანაირი შეხება არ გვაქვს. კაკულიებიდან კიდე იქით მივდივართ, თუ კაკულიები ამ საქმეში ფიგურირებენ მათ არანაირი მოტივი არ ჰქონდათ, რომ ნიკო მოეკლათ. შესაბამისად მათაც ჰყავთ დამკვეთები. ეს არის უტყუარი ინფორმაცია,” – აცხადებს იზა ომაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები