პეტერ ფიშერი: მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდება
„საქართველომ განაცხადა, რომ უნდა, ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ ეს მოხდება. ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა. ჩვენ, ევროპა დავეხმარებით საქართველოს, რომ თამაში მისთვის წარმატებით წარიმართოს”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრ ქვეყნად გახდომა რთული გზაა.
“ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ საქართველოსთვის თუ ეს არის პრიორიტეტული თემა, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში კონცენტრირება მოახდინოს ამ თემაზე. ევროპა არის პლურალისტული დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, სწორედ ამიტომ, ევროპის საბჭომ საქართველოს დაუწესა 12-პუნქტიანი რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების შესრულების შემდეგ იქნებ საუბარი კანდიდატის სტატუსზე. შემდეგ იწყება გრძელი და რთული გზა, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ელჩმა.