დმიტრო კულება: რუსეთი მთელ მსოფლიოში ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იყოს აღიარებული

რუსეთი უნდა იყოს აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთმა ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება უკრაინის დედაქალაქზე და სხვა ქალაქებზე ახალი სარაკეტო ტერორით აღნიშნა. ნათელი უნდა იყოს მათთვისაც, ვისაც ეჭვი ეპარებოდა: რუსეთი უნდა იყოს აღიარებული ტერორისტულ სახელმწიფოდ მთელ მსოფლიოში და უკრაინამ რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს ყველა საჭირო საჰაერო თავდაცვის სისტემები“, – წერს კულება Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები