ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა
საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. როგორც „კვირას“ ყოფილი პრეზიდენტის პრესმდივანმა განუცხადა, დღეს ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა და ოჯახის წევრები და ახლობლები კრწანისის რეზიდენციაში იკრიბებიან.
„კრწანისის რეზიდენციაში ცხოვრება ჩვეულებრივ გრძელდება ბატონ ედუარდის გარეშე. დღეს მისი გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბატონ ედუარდის სულის მოსახსიენიებელი პარაკლისი ყოველ შაბათს იმართებოდა“,- აღნიშნა პრესმდივანმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში, 2014 წლის 7 ივლისს გარდაიცვალა. ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში მეუღლის გვერდით დაკრძალეს.