უპასუხებს თუ არა მარგველაშვილი ღარიბაშვილის განცხადებას
უპასუხებს თუ არა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით არ იციან. როგორც „კვირას“ ადმინისტრაციაში განუცხადეს, მათ ჯერჯერობით არ იციან, აპირებს თუ არა პრეზიდენტი საპასუხო განცხადების გაკეთებას.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯებთან დაკავშირებულ საქმეზე გრიფ „საიდუმლოს” მოხსნის თემას გამოეხმაურა. პრემიერის აზრით, ეს მარტივი პროცედურაა და მას ამდენი დრო არ სჭირდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა გიორგი მარგველაშვილს საქმეზე გრიფ „საიდუმლოს” მოსახსნელად ერთი თვე.