საუდის არაბეთმა არგენტინასთან გამარჯვების აღსანიშნავად 23 ნოემბერი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა

საუდის არაბეთმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ 23 ნოემბერი ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღესასწაულის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის ყველა თანამშრომელს დასვენების დღე ექნება, ხოლო მოსწავლეებს გაკვეთილებზე დასწრება არ მოუწევთ.

ცნობისთვის, კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის პირველ მატჩში საუდის არაბეთმა არგენტინის ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები