საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს ვალდებულება დაეკისრებათ, აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი პროცედურები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შესატან ცვლილებას.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მამუკა ბარათაშვილმა აღნიშნა, ცვლილებების შედეგად, საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს დაეკისრებათ ვალდებულება აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები და ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მიაწოდონ.

„შემოსავლების სამსახურს მიეცემა უფლება, რომ ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ინფორმაცია გადასცეს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს და განახორციელოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების საერთო სტანდარტთან (CRS) დაკავშირებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და კონტროლი. კანონპროექტი ასევე ადგენს სანქციის ზომებს, რომელიც დაეკისრება ფინანსურ ინსტიტუტს, ამავე კანონპროექტით შემოღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში”, -განაცხადა მამუკა ბარათაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები