დაკავებული პირები ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციას ახდენდნენ (ვიდეო)

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საკვები პროდუქტის ფალსიფიკაციის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს ორი მოქალაქე.
როგორც საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგენილია, რომ ი/მ „რ.ქ. “ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ლ. ქ. ერთად მატერიალური და ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატიურად ახდენდა კუსტარული წესით დამზადებული, ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტების დამზადება-რეალიზაციას.
უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ფალსიფიცირებული შებოლილი თევზის პროდუქტები არ შეესაბამებოდნენ სტანდარტს, შეცვლილი ჰქონდათ თვისობრიობა და მათი მოხმარება საშიში იყო ადამიანის სიციცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილითმიმდინარეობს , რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=1hvXvinHKFQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები