გიორგი ხელაშვილი: ნატო-სა და ევროკავშირის ხედვა საქართველოს შიდა პოლიტიკის მიმართ, პრაქტიკულად, ძალიან ემთხვევა ერთმანეთს
“ნატო-სა და ევროკავშირის ხედვა საქართველოს შიდა პოლიტიკის მიმართ, პრაქტიკულად, ძალიან ემთხვევა ერთმანეთს და, როგორ ჩანს, 12 პუნქტი ფაქტობრივად ასახული იქნება ნატოს დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართაც”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერა აქვს.
“ევროპამ და საერთოდ დასავლეთმა ბოლო წელს სერიოზულად გამოიღვიძა 2 მიმართულებით – პირველი, უსაფრთხოების მიმართულება და მეორე, ის ენერგეტიკული დერეფნები და ენერგეტიკული მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და ჩვენს რეგიონს აქვს ევროპისთვის და რაც ბოლო წლებში თითქოს მიძინებული იყო.
ევროკავშირის მხრიდან ახლა არის ძალიან მკაფიო მხარდაჭერა ჩვენს მიმართ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ყველა შეხვედრაზე იყო უპირობო მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, ბევრი ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და განსაკუთრებით 12 პუნქტის შესრულებაზე. ნატო-სა და ევროკავშირის ხედვა საქართველოს შიდა პოლიტიკის მიმართ, პრაქტიკულად, ძალიან ემთხვევა ერთმანეთს და, როგორ ჩანს, 12 პუნქტი, ფაქტობრივად, ასახული იქნება ნატო-ს დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართაც“, – განაცხადა ხელაშვილმა.