მიხეილ სარჯველაძე: “ნაცმოძრაობის” მთავარი ამოცანაა, “დეოლიგარქიზაციის” საკითხის მიმართულებით რეალურად ნაბიჯები არ გადაიდგას

„ნაცმოძრაობაში“ თვითონაც კარგად იციან, რომ მათი დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არის სამართლებრივი ნონსენსი, რომელიც არის მოცული ამ საკანონმდებლო ინიციატივით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობის” მთავარი მიზანია, “დეოლიგარქიზაციის” საკითხის მიმართულებით რეალურად ნაბიჯები არ გადაიდგას.

„ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგია ასე გამოიყურება – უნდათ, ისეთი კანონპროექტი წარმოადგინონ, რომელზეც იციან, რომ წარუმატებლობისთვის განწირულია, რადგან სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართავი და დაუხვეწავია. მათი სურვილია, რომ 12- პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ასახული “დეოლიგარქიზაციის” საკითხის მიმართულებით რეალურად ნაბიჯები არ გადაიდგას. ესაა მათი მთავარი ამოცანა და საზრუნავი.
არის მცდელობები, რომ გარკვეული თვალსაზრისით შეუმსუბუქონ შესაძლო ოლიგარქიული მმართველობის მცდელობის მქონე პოლიტიკოსებს მათთვის მოსალოდნელი გარკვეული წნეხი. თვითონ კარგად იციან, რომ ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, რომელიც არის მოცული ამ საკანონმდებლო ინიციატივით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები