არჩილ თალაკვაძე – ნიკა მელიაზე: მაშინ პატიმრობისთვის გაწირეს, დღეს კი მისი გადაყენების ოპერაცია მიმდინარეობს

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი ნაკლებად საინტერესოა, თუმცა აშკარაა, რომ პარტიის შიგნით მიმდინარეობს კონკურსი – უფრო თავზე ხელაღებული, უფრო მეტად კომიკური და მეტად მყვირალა ადამიანის შესარჩევად, ვინ იქნება ასეთი ადამიანი, მალე ნახავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაცმოძრაობაში” ლიდერად ხელაღებული ადამიანი სჭირდებათ, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და კეზერაშვილის დავალებებს შეასრულებს.

„როგორც ჩანს, ამ ნომინაციაში უპირობო ლიდერი ნიკა მელია ვეღარ არის. არ გამოვრიცხავ, რომ მისი მხრიდან სიახლე მოვისმინოთ, რომ სავარაუდოდ, ხაბეიშვილი და მისი კლანი ახდენდნენ ზეგავლენას მელიაზე, როცა ის უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და თავს ესხმოდა კონსტიტუციას, ინსტიტუტებს. როგორც ჩანს, ეს ადამიანები სთხოვდნენ და აგულიანებდნენ, რომ კანონის წინააღმდეგ წასულიყო და პატიმრობაში მოხვედრილიყო, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გამხდარიყო. როგორც ხედავთ, ადამიანი, რომელიც მაშინ პატიმრობისთვის გაწირეს, დღეს მისი გადაყენების ოპერაცია მიმდინარეობს და ეს ხდება იმისთვის, რომ სჭირდებათ თავზე ხელაღებული ადამიანი და ვინც უფრო შეასრულებს დავალებებს, რომელიც კეზერაშვილსა და სააკაშვილს ექნებათ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები