არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდება

პარლამენტის ვიცესპიკერი ,არჩილ თალაკვაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდება.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ და ამ საკითხებში ჩარევა მმართველი გუნდის ინტერესი არ არის.

„სპეკულაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობას უნდა მიხედონ ექიმებმა და ჯანდაცვის პროფესიონალებმა. სამწუხაროდ, საპირისპირო ხდება. ძირითადად, სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკოსები და ადვოკატები არიან დაკავებული მის ჯანმრთელობის საკითხზე მსჯელობით და საზოგადოებას სრულ ინფორმაციას არ ეუბნებიან. ჩვენი ინტერესი არ არის, მის ჯანმრთელობის საკითხებში ჩავერიოთ, ამაზე შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ. სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ, უცხოელი ექსპერტების დასკვნის თანახმად, ექსპრეზიდენტი მოწამლულია. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ მას არასდროს არცერთი ადვოკატისთვის მოწამვლის ეჭვის შესახებ არაფერი უთქვამს. მანვე მოუწოდა ყველას, საკითხის პოლიტიზებას მოერიდონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები