გიორგი ხელაშვილი: სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო-ს წევრებს აქვთ პასუხისმგებლობა – გაუწიონ მეტი მხარდაჭერა ისეთ ახლო პარტნიორებს, როგორიც საქართველოა

სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო-ს წევრებს აქვთ პასუხისმგებლობა, გაუწიონ მეტი მხარდაჭერა ისეთ ახლო პარტნიორებს, როგორიც საქართველოა, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ხელაშვილი twitter-ში წერს.

„ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, სტოლტენბერგმა ახლახან განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე მადრიდში, რომ ნატო-ს წევრებს, გარდა იმისა, რომ პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის დაცვაზე, ასევე, აქვთ პასუხისმგებლობა, გაუწიონ მეტი მხარდაჭერა ისეთ ახლო პარტნიორებს, როგორიც საქართველოა“, – წერს გიორგი ხელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები