ჰერმან საბო: მიხეილ სააკაშვილი ხვდება, რომ მის მიერ ქვეყნის თუ საპატიმროს დატოვების ერთადერთი გზა არის ის, რომ მისი საკითხი რაც შეიძლება ნაკლებად პოლიტიზებული იყოს

“გირჩის” დეპუტატი, ჰერმან საბო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 1 წელია, განხილვის საგანია და გაუგებარია, რატომ გააკეთეს მისმა ადვოკატებმა განცხადება მისი მოწამვლის შესახებ.

„მიშას ჯანმრთელობა უკვე 1 წელია, განხილვის საგანია, ხან რა ჭირს, ხან რა, მერე ხან მტკიცდება ეს პრობლემები, ხან არა. ამ შემთხვევაში ვნახეთ მოწამვლის ეპიზოდზე საუბარი, რომელზეც თავად განაცხადა, ასეთი არაფერიო. მე ლოგიკას ვხედავ მის ამ განცხადებაში. მიხეილ სააკაშვილი ხვდება, რომ მისი ქვეყნის თუ საპატიმროს დატოვების ერთადერთი გზა არის ის, რომ მისი საკითხი რაც შეიძლება ნაკლებად პოლიტიზებული იყოს და ის დისტანცირდეს ქართული პოლიტიკისგან. მე უბრალოდ ვერ ვხვდები, რა მიზანი ჰქონდათ მის ადვოკატებს, რომლებმაც გააჟღერეს ეს საკითხი“, – განაცხადა ჰერმან საბომ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ, უცხოელი ექსპერტების დასკვნის თანახმად, ექსპრეზიდენტი მოწამლულია.
აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა თავად მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ მას არასდროს არცერთი ადვოკატისთვის მოწამვლის ეჭვის შესახებ არაფერი უთქვამს. მანვე მოუწოდა ყველას, საკითხის პოლიტიზებას მოერიდონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები