მიხეილ სარჯველაძე: მოკლეფეხებიანი ტყუილი, რომ მოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს და გამოაშკარავებადია, მიხეილ სააკაშვილმა თავადაც კარგად იცის, რომ ამას არავითარი პერსპექტივა არ აქვს

მიხეილ სააკაშვილმა თავადაც კარგად იცის, რომ ამას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რადგან საფუძველშივე მცდარია და ვერ შეინარჩუნებს თავს ერთი კვირის განმავლობაშიც კი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი იძულებულია, თქვას, რომ მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა.

„სპეკულაციებს ყველამ თავი უნდა დაანებოს. მიკერძოებული დასკვნები ყურადღების მიღმა არ დარჩება და ყველასთვის ნათელი იქნება, ვინ, რა მიკერძოების ხარისხით ხასიათდება, როცა თავს დებენ ექსპერტობაზე და საექსპერტო სახით სასურველ დასკვნებს ასახავენ. ამ დრომდე, მიხეილ სააკაშვილს ხელი მიუწვდება ყველა სამედიცინო მომსახურებაზე, რაც მას სჭირდება. როცა საკითხი საექსპერტო ცოდნაზეა დაყვანილი, იქ მოკლეფეხებიანი ტყუილი, რომ მოწამლულია, დიდხანს ვერ გაძლებს და გამოაშკარავებადია. მიხეილ სააკაშვილმა თავადაც კარგად იცის, რომ ამას არავითარი პერსპექტივა არ აქვს, რადგან საფუძველშივე მცდარია და ვერ შეინარჩუნებს თავს ერთი კვირის განმავლობაშიც კი. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი იძულებულია, ეს ყველაფერი მოგონილია, მტკნარი სიცრუეა ვიღაცების მხრიდან იმის გამო, რომ წინასწარი შეხედულებები გაამართლონ და ახსნან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „სოციალური ქსელში“ დაწერა, რომ არცერთი  ადვოკატისთვის არასდროს უთქვამს, რომ ეჭვი აქვს მოწამვლაზე. ამ თემაზე  სპეკულაციები კი უადგილოა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები