დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ნამდვილად ვერ ვუწოდებ – ეს უფრო ოლიგარქების დაცვის კანონპროექტია

“ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი არის არა დეოლიგარქიზაციის, არამედ – ოლიგარქების დაცვის შესახებ კანონპროექტი. სამართლებრივ დონეზე იმდენად აბსურდული კანონპროექტია, რომ ამას იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც არ დაწერდა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი დეოლიგარქიზაციის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს.

მათიკაშვილის შეფასებით, ოპოზიციური პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტი აბსურდია.

„ნაცმოძრაობის“ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. ეს უფრო ოლიგარქების დაცვის კანონპროექტია. დასხდნენ, ეტყობა, იფიქრეს, რა ექნებათ, აშკარა იყო, რომ მათ დამფინანსებელ ოლიგარქ კეზერაშვილს კარგი დღე არ დაადგება მას მერე, რაც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი შევა ძალაში და მოიფიქრეს ისეთი დოკუმენტი, სადაც არის დაცვა ოლიგარქების, რომელიც აბსურდია, როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამ აბსურდის თეატრში ჩვენც რომ მივიღოთ მონაწილეობა, ის არანაირად არ ეხება და ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები