მიხეილ სარჯველაძე: გადავწყვიტეთ, სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში და კომიტეტმა განიხილა, მხარი დავუჭიროთ

გადავწყვიტეთ, სახალხო დამცველობის ყველა კანდიდატს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში და კომიტეტმა განიხილა, მხარი დავუჭიროთ და საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ამჟამად, მიმდინარეობს პოლიტიკური კონსულტაციები იმის გასარკვევად, რომელ კანდიდატს შეიძლება, ჰქონდეს 90 ხმის მიღების პოტენციალი. პროცესს ხელი რომ არ შეეშალოს, გადავწყვიტეთ, ყველა კანდიდატს, ვინც კომიტეტმა განიხილა და ვინც მონაწილეობა მიიღო პროცესში, მხარი დავუჭიროთ და საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პლენარულ სხდომას დავუტოვოთ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველობის კანდიდატებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უყრიან კენჭს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები