იაგო ხვიჩია – “ნაცმოძრაობის” კანონპროექტზე: გვთხოვენ კონსენსუსს და დეპოლარიზაციას, ამის ნაცვლად, ახალ-ახალი კანონპროექტები შემოგვაქვს ახალ-ახალი კონფლიქტების გასაღვივებლად

ოპოზიცია დეოლიგარქიზაციის კანონპროექტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამზადებს, „ქართული ოცნება“ კეზერაშვილის წინააღმდეგ, ჩვენ რა ვქნათ, უბრალო ხალხმა?, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მგონია, რომ ჩვენი კოლეგები რაღაცნაირად უნდა დავარწმუნოთ, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ კანონპროექტების მომზადებით შორს ვერ წავალთ და ასე ევროპაში არავინ შეგვიშვებს. ლაპარაკი ჩხუბისა და კონფლიქტის ნაცვლად უნდა ვისწავლოთ. არცერთი კანონპროექტი ის არ არის, რასაც ჩვენგან დასავლეთი ითხოვს. გვთხოვენ კონსენსუსს და დეპოლარიზაციას. ამის ნაცვლად, ახალ-ახალი კანონპროექტები შემოგვაქვს ახალ-ახალი კონფლიქტების გასაღვივებლად, რაც ყველაზე არაევროპული ქცევაა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები