რასა იუკნევიჩიენე: საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა არ დაკარგოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა

“საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა არ დაკარგოს ნატოში გაწევრიანების ეს შესაძლებლობა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„12 წლის შემდეგ რუსეთი მთავარ საფრთხედ იქცა, ამიტომ ახალი რეალობის გათვალისწინებით, ნატო ცვლის სტრატეგიას მთელ თავის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ, ბალტიის ქვეყნებში. აძლიერებს უსაფრთხოებას შავი ზღვის ქვეყნების ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის რუმინეთი, ბულგარეთი, მნიშვნელოვანია თურქეთი და აქვეა საქართველოც, რომელმაც ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რათა არ დაკარგოს ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები