ვიქტორ დოლიძე: ნატოს რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმით, რომ დაფუძნებულია მადრიდის სამიტის სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ მომავალი დეკადა საქართველოსთან მიმართებით უნდა იყოს უფრო ქმედითი

“ნატოს რეზოლუცია მნიშვნელოვანია იმით, რომ დაფუძნებულია მადრიდის სამიტის სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელშიც დაფიქსირებულია, რომ მომავალი დეკადა საქართველოსთან მიმართებით უნდა იყოს უფრო ქმედითი”,- ამის შესახებ საქართველოს ელჩი ნატოში ვიქტორ დოლიძე აცხადებს.

„ეს რეზოლუცია, გარდა ყველა იმ მომენტისა, რომელიც მასში ასახულია, მნიშვნელოვანი იმით, რომ დაფუძნებულია მადრიდის სამიტის სტრატეგიულ ახალ კონცეპტუალურ დოკუმენტზე, რომელშიც ერთმნიშვნელოვნად არის დაფიქსირებული ის, რომ საქართველოს, უკრაინასა და ბოსნია ჰერცეგოვინასთან მიმართებით ახალი კონცეფციაა და მომავალი დეკადა უნდა იყოს უფრო ქმედითი, იქიდან გამომდინარე, რომ მათი ნატოსთან დაახლოება უნდა მოხდეს, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და, რაც ყველაზე მთავარია, ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებების მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ის, რომ სამივე ასპირანტი ქვეყანა მომავალში ნატოს წევრი გახდება“, – ამბობს დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები