შსს-მ 15064 რეგისტრირებული დანაშაულიდან 9100 გახსნა

  შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებით აგრძელებს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკის გამოქვეყნებას.
2014 წლის ივლისში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2297 დანაშაული, რომელთაგან  1293 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 56,29%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -18,2 %.
2014 წლის იანვარ-ივლისში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 15064 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 9100 დანაშაული. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 60,41%, ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,09 %.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები