დავით ზილფიმიანი: როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა, ზუსტად ასევე სჭირდება ევროპას ჩვენი ქვეყანა

????????????????????????????????????

„საბოლოოდ, მოხდა იმის აღქმა, რომ როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა, ჩვენს ევროპელ მეგობრებთან გაერთიანება, ზუსტად ასევე სჭირდება ევროპას ჩვენი ქვეყანა. ეს იგრძნობა უკვე რამდენიმე თვეა და ამის ნიშნები სამი-ოთხი თვის წინ გამოჩნდა. უნდა ვთქვა, რომ თქვენ ძალიან დიდი წვლილი გაქვთ თქვენი პირადი ურთიერთობებითაც და, ზოგადად, ჩვენმა ქვეყანამ ამაზე მოახდინა ძალიან დიდი გავლენა”, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” წევრმა, დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენის შემდეგ გამართული დებატების დროს.

მისი თქმით, სწორედ ეს ძირეული გარდატეხა არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

„თქვენ გიწევთ და მოგიწიათ პრემიერობა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ეპოქაში. ამას ემატება პოლარიზაცია და შიდა მტრობა, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, შესაძლებლობის ფარგლებში გვაქვს ეკონომიკური წარმატებები – ეს ფაქტია და რა ურთიერთობაშიც არ უნდა იყოს მმართველ ძალასთან სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსი ამის არ თქმა არ შეიძლება. მრავალი ათეული წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა აკაკუნებდა ევროპის კარს და ეს იყო ჩვენი ხალხის სურვილი. ასეთივე დიდი სურვილი და მონდომება მაინცდამაინც არ იკითხებოდა ჩვენი ევროპელი ძმების და პარტნიორების მხრიდან და ყველაზე დიდი და მთავარი, რაც პირველად მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის, არის ის, რომ ამ მიმართულებით ძირეული გარდატეხა მოხდა”, – აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები