ირაკლი კობახიძე: გიორგი ვაშაძე არის მოღალატე, მისი თითოეული ნაბიჯი არის მოღალატეობრივი

გიორგი ვაშაძე არის მოღალატე, მისი თითოეული ნაბიჯი არის მოღალატეობრივი და ეს ეხება მთლიანად ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ რამენაირად გახსნან საქართველოში მეორე ფრონტი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ  ირაკლი კობახიძემ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

„მოღალატე რომ არის ეს კაცი, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, მაგალითად, ელენე ხოშტარია, რომელიც მილიონობით რუსულ რუბლს იღებს. ასევე, არის ზურას გირჩი ჯაფარიძე, რომელიც არ დავაკონკრეტებ, რას უჩვენებს რუსებს. რაც აჩვენეს 2008 წელს რუსეთს, იგივე აჩვენეს საზღვარზე. ასეთი სამარცხვინოები არიან ეს ადამიანები და რეალურად ეს მთლიანად ამ „ტროიკის“ სახეს აჩვენებს. ვაშაძე არის მოღალატე, მისი თითოეული ნაბიჯი არის მოღალატეობრივი და ეს ეხება მთლიანად ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ რამენაირად გახსნან საქართველოში მეორე ფრონტი. მე არ მგონია, რომ ამას დავალების გარეშე აკეთებდნენ“, – თქვა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები