კობახიძე – სააკაშვილზე: მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით, ეს არის კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკა

მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით. ეს არის კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკა. ასეთი რაღაცები ვერ ხდება და არც უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო პატიმრის მიმართ ზომაზე მეტ ყურადღებას იჩენს.

„მერწმუნეთ, იმაზე მეტი ზომა არის მიღებული, ვიდრე შეიძლება, სხვა შემთხვევაში ყოფილიყო მიღებული. მაგალითად, თვეებია, უკვე ადამიანი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში. მე მგონი ზომაზე მეტია ის ყურადღება, რასაც იჩენს სახელმწიფო. ზოგადად, კრიმინალურ სამყაროში თვითდაზიანება ციხეში არის მიღებული პრაქტიკა. შიმშილობა ან რაც იყო არ დაიწყო? ანუ გარკვეული თვეების განმავლობაში სათანადო დოზებით არ იღებდა საჭმელს. მან მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით. ეს არის კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკა. ასეთი რაღაცები ვერ ხდება და არც უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები