ლაშა ხუციშვილი: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის 2023 წელს 6 მილიარდ 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის 2023 წელს 6 მილიარდ 900 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.
მათ შორის: • სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილია 500 მილიონ ლარამდე, საიდანაც: შეღავათიანი აგროკრედიტების დაფინანსებაზე მიიმართება 200,0 მლნ ლარი; სამელიორაციო სისტემებზე 95 მილიონი ლარი; გრძელვადიანი ბაღების გაშენების თანადაფინანსებაზე – 35 მილიონი ლარი; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებაზე – 25 მლნ ლარი; აგროდაზღვევაზე – 12 მილიონი ლარი; სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებაზე გათვალისწინებულია 15 მილიონი ლარი; რთველის დაფინანსებისთვის გამოყოფილია 80,0 მლნ ლარი; სხვა დანარჩენი პროგრამების დაფინანსება – 40 მლნ ლარამდე;
• მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით გამოყოფილია 310 მილიონი ლარი, მათ შორის: პროგრამა „აწარმოე საქართველოში” – 205 მილიონი ლარი; საკრედიტო-საგარანტიო სქემა – 55 მილიონი ლარი; ინოვაციების ხელშეწყობა – 20 მილიონი ლარი; ტურიზმის ხელშეწყობა – 30 მილიონი ლარი.