გიორგი ჩალაძემ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

გიორგი ჩალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა მიხეილ სააკაშვილის საკითხი არის ერთადერთი, რაზეც სრული კონცენტრირებაა საჭირო, ხოლო სხვა დანარჩენი მისთვის მეორეხარისხოვანია.

„დღეს, ლევანის გამოსვლას ვუსმინე, სამწუხაროდ, შეხვედრებზე ვიყავი და მასთან პირადი საუბარი ვერ შევძელი, საჭიროა, ერთად დასხდომა და საუბარი, ეს საქმე შარშან, 3 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო და პრეზიდენტ სააკაშვილის თემა უნდა იყოს პირველი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი.

შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ ვხსნი ჩემ კანდიდატურას, მე აღარ დავაყენებ არჩევნებზე ჩემ კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბები, ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები, ან სხვა რამე არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი, ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის. იმედი მაქვს, რომ პარტია და ყველა სხვა დანარჩენი რესურსი ამომიდგება მხარში, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ერთად გადავარჩინოთ. შესაბამისად, ვხსნი საჯაროდ ჩემს კანდიდატურას“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები