საქართველოს პრემიერმინისტრსა და სომხეთის პრემიერმინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები.
აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესების და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მუდმივი განვითარების აუცილებლობას და შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის უწყებათშორისი კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე ერევანში, 2023 წლის დასაწყისში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები