“გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე” – “მაგთიკომი” მომხმარებლების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

“მაგთიკომი” მომხმარებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“გარკვეულ ვებგვერდებზე შესვლისას შეიძლება მიიღოთ შეტყობინება ინფორმაციით, რომ თქვენ გახდით შემთხვევით შერჩეული იღბლიანი მომხმარებელი და მოიგეთ Apple iPhone 14, პრიზის მისაღებად კი ითხოვენ კითხვებზე პასუხის გაცემას.

ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

მაგთიკომი გაფრთხილებთ, რომ ეს თაღლითობის მცდელობაა, ინფორმაცია მოგების შესახებ მცდარია. გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თქვენს პირად მონაცემებს ნუ გაუზიარებთ უცხო პირებს.

გაითვალისწინეთ, რომ ინფორმაცია მაგთიკომის გათამაშებებსა და კონკურსებზე ყოველთვის ვრცელდება ჩვენი ოფიციალური Facebook-ისა და ვებგვერდის საშუალებით.

არ ენდოთ უცხო წყაროებს გადამოწმების გარეშე!”,- წერია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები