სასულიერო პირები „კაზანტიპის“ პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვენ, მარშუნოკი კი მათ ფესტივალზე ეპატიჟება
სასულიერო პირები „კაზანტიპის“ პრეზიდენტის საქართველოდან გაძევებას ითხოვენ. პარალელურად, სასულიერო პირები ანაკლიაში განმუხურის ხიდთან წირვას ატარებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ყოველდღე გააგრძელებენ ლოცვას და “კაზანტიპის” პრეზიდენტის ნიკიტა მარშუნოკის საქართველოდან გაძევებას მოითხოვენ. “კაზანტიპის” პრეზიდენტი კი სასულიერო პირებს ფესტივალზე ეპატიჟება. მარშუნოკი მზადაა, სასულიერო პირებს ესაუბროს და მათ ურჩევს, 20 აგვისტოს ფესტივალზე მივიდნენ. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ემოციებს არიან აყოლილნი და სინამდვილეში, არ იციან, რა ხდება ფესტივალზე.