დავით კაჭარავა – “ბორჯღალოსნების” ახალ მწვრთნელზე: ფრანგი მწვრთნელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ლეგიონერების, ალბათ, 95% საფრანგეთში თამაშობს და მან ძალიან კარგად იცის ჩვენი თითოეული  მოთამაშე

“პირადად მე ვფიქრობ, რომ ფრანგი მწვრთნელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ლეგიონერების, ალბათ, 95% საფრანგეთში თამაშობს და მან ძალიან კარგად იცის ჩვენი თითოეული  მოთამაშე”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დავით კაჭარავამ ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ ახალ მწვრთნელთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„თვითონ ისეთი პიროვნებაა, რომელსაც ძალიან აინტერესებს ქართველები. ბევრ ქართველთან უმუშავია. თითოეული ქართველის, როგორც დიდების, ასევე პატარების, რომლებიც ესპუარებში თამაშობენ, ბიოგრაფიები იცის – თუ სად თამაშობენ, როგორ თამაშობენ. ძალიან მშრომელი, მაღალი რანგის პროფესიონალია“, – აღნიშნა  კაჭარავამ.

ცნობისთვის, 2026 წლის ივნისიდან ბორჯღალოსნებისა და „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები